მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. აღმოსავლეთ თურქეთში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC).
მიწისძვრა თბილისის დროით 21:48 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ შანლიურფადან ჩრდილო-დასავლეთით 134 კილომეტრში და ქალაქ მალათიადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში მდებარეობდა. კერა 4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.