მსოფლიო დღეს

ეხება ორი ქვეყნის მოქალაქეებს: იტალიამ „ოქროს ვიზების“ გაცემა შეაჩერა

Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. იტალიამ Investor Visa for Italy შეუჩერა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს, რომელიც ინვესტიციების სანაცვლოდ იტალიაში ბინადრობის ნებართვის მიღების საშუალებას იძლევა, იუწყება იტალიური Altreconomia.
აღინიშნება, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს. 2022 წლის მარტში ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეეწყვიტათ რუსებისა და ბელარუსებისთვის ინვესტიციების სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მინიჭება.
Altreconomia-ს ცნობით, 2022 წელს იტალიამ ორწლიანი „ოქროს ვიზა“ რუსეთის 32 მოქალაქეს მისცა. ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გასულ წელს Investor Visa for Italy-ს 36 მდიდარი რუსი ითხოვდა. მიღებული „საინვესტიციო ვიზების" რაოდენობით შარშან რუსეთის მოქალაქეებმა პირველი ადგილი დაიკავეს. იგივე სახის ვიზა აშშ-ის მხოლოდ 12 და ბრიტანეთის ასევე 12 მოქალაქეს, ასევე ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნების 23 მოქალაქეს მიეცა.
წყარო: Altreconomia