„დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად", – განაცხადა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ ამირ ოხანამ.
„ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს", – ნათქვამია სლოვენიის საელჩოს განცხადებაში.
„შვეიცარიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გლოვის დღესთან დაკავშირებით საელჩოს შენობის თავზე შვეიცარიის დროშა დაეშვება“, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
„ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატოსგან. ფიქრებით დაზარალებულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – დაწერა კოლომინამ.
„ეროვნული გლოვის ამ დღეს ჩემი გული მიმართულია შოვის მოსახლეობისადმი, რადგან ჩვენ ყველა ვაგრძელებთ დაღუპულთა გლოვას. ფიქრებით მსხვერპლთა და დაკარგულთა ოჯახებთან ვარ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთელი გუნდი და მე მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს“, – დაწერა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა.