წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
3-12 აგვისტო
3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.
მათი სიმბოლოა მზესუმზირა.
ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.
5 აგვისტოს დაბადებულები
5 აგვისტოს აქტიური, ნებისყოფიანი, ენერგიული ადამიანები იბადებიან. მათი ხიბლი გარშემომყოფებს იზიდავს და შეუმჩნევლად ახდენს მათზე გავლენას. აქვთ გამჭრიახი და მოქნილი გონება და ამას ხშირად სხვების მანიპულაციებისთვის იყენებენ.
გამოსდით ნებისმიერი ფინანსური საქმე, მაგრამ ზნეობრივი პრინციპების უგულებელყოფის გამო წლების განმავლობაში მიღწევების დაკარგვის საშიშროება ემუქრებათ.
5 აგვისტოს დაბადებულები თავიანთი მიზნებისკენ მიზანმიმართულად ისწრაფვიან, ჯიუტად და მუხლჩაუხრელად შრომობენ. არიან რა ემოციური ნატურები, შეუძლიათ ამ ემოციების დათრგუნვა, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიონ. მათ ადვილად შეუძლიათ აღუშფოთებელი და მტკიცე ადამიანების როლის თამაში, მაგრამ მხოლოდ თავად უწყიან, რის ფასად უჯდებათ ეს.
რაც უფრო მშვიდი და დაფიქრებულია მათი გარეგნული საქციელი, მით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლიათ ამ დღეს დაბადებულებს. ამიტომ უნდა გააკონტროლონ თავიანთი ენერგია, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ შეუფერებელ მომენტში ამოხეთქოს.
5 აგვისტოს დაბადებულებს ხშირად იტაცებს ძალადობრივი ქმედებები, ამიტომ მათ თავიანთი ძალა შემოქმედებით კალაპოტში უნდა მიმართონ. შემოქმედებითი ნიჭი კი ნამდვილად გააჩნიათ. ბავშვობაში მათ თავიანთი ენერგია აგრესიულ სპორტში და შეჯიბრებებში უნდა დახარჯონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია აგრესიული აფეთქებები თავისი უსიამოვნო შედეგებით.
განვითარებული პიროვნებები თავიანთი მავნე თვისებების გააზრებას ასე 30-40 წლისები იწყებენ და საზოგადოების მიმართ უკვე სხვა სახით იწყებენ წარმოჩინებას. სანამ არ ისწავლიან გვერდით მყოფი ადამიანების სიყვარულს, მათზე ზრუნვას, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობები მათ ხშირად მოუტანს ტანჯვას.
ჯანმრთელობა
5 აგვისტოს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას აქცევენ, თუმცა, ხშირად უფრო გარეგნული მხარე აინტერესებთ, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. ხშირად აქვთ მავნე ჩვევები, როგორიცაა თამბაქო, სასმელი, უზომო ჭამა, ამიტომ ეს მისწრაფებები მათ მუდმივად უნდა აკონტროლონ. სპორტი და ფიზიკური აქტიურობა, ჩვეულებრივ, მათ საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს.
რჩევა:
ისწავლეთ ადამიანების გაგება. დააფასეთ სიკეთე, მიჩვევა, რბილი ხასიათი. ზედმეტს ნუ მოითხოვთ ნურც საკუთარი თავისგან და ნურც სხვებისგან. აგრესია და ნეგატივი ემოციების გამოდევნის საუკეთესო ხერხი ყოველთვის არაა. ისწავლეთ მათი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა.