თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გურჯაანში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი".
ტელეკომპანიის ცნობით, გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სახლებს ქარმა სახურავები გადახადა. წაიქცა ხეები, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.
ამ დროისათვის გურჯაანის მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
ამას გარდა მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ განაცხადა, თავად გურჯაანის გარდა, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში დაზიანდა.