ადმინისტრაციული დარღვევებისთვის ჯარიმები ახლებურად განისაზღვრება

ადმინისტრაციულ დარღვევათა ნაწილი სასამართლო განხილვას ითვალისწინებს, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
Sputnik
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე დარღვევის ჩადენის დროს ადმინისტრაციული სასჯელის ახლებურად გამოყენებას განსაზღვრავს, 2023 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა.
შესწორებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ორგანო განიხილავს საქმეს პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ, ადმინისტრაციული სასჯელი კვლავ უფრო მძიმე სამართალდარღვევით გადაიფარება. თუმცა, 1 აგვისტოდან ამ სასჯელს დაემატება სხვა ადმინისტრაციული სასჯელი მისი დარღვევების მიხედვით.
გარდა ამისა, 1 აგვისტოდან ამოქმედდა ისეთი ადმინისტრაციული სასჯელი, როგორიცაა სამოქალაქო იარაღის კონფისკაცია ან მასთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.
საქართველოში ცხოველების წამებისთვის სასჯელი გამკაცრდა>>
საქართველოში რიგ ჯარიმებს ადგილზე წერენ, მათ შორის, საგზაო მოძრაობის, გარემოს დაცვის წესების დარღვევისთვის, თუმცა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილი სასამართლო განხილვას ითვალისწინებს, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.