თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, თამაზ თოხაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ფოთის, ცემის, ვლადიმერ ვორონინის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ცაბაძის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, გორის, იროდიონ ევდოშვილის, მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, არჩილ ქურდიანის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას და I ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის დაპეტრე იბერის ქუჩებისმოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.