თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ფლორენციის სასამართლომ აფთიაქის გაქურდვაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა.
იტალიური მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი 10 ივლისს აფთიაქის თანამშრომლებს დაემუქრა დანითა და პისტოლეტით, რომელიც სათამაშო აღმოჩნდა, წაიღო 1,2 ათასი ევრო და ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა.
მამაკაცი დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მოტოციკლი, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, მოპარული იყო.