მსოფლიო დღეს

Express: ბრიტანელები უკრაინელებს ყირიმში შესაჭრელად წვრთნიან

Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის ელიტარულ ბრიგადას წვრთნის, რათა უკრაინას ყირიმის შობამდე დაბრუნებაში დაეხმაროს, იუწყება ბრიტანული Express წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, დარტმურში (ინგლისი) 2000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია ჩასული სპეციალურ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
„ეს სამხედროები გახდებიან ყირიმის დაბრუნების ოპერაციის სათავე, ხოლო ორი სხვა ძალა ერთდროულ შეტევებს განახორციელებს. ოპერაცია მოიცავს იერიშებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან. უკრაინელი სპეცრაზმელები რუსული ჯარების პარალიზებისა და განადგურებისთვის ტექნიკას გამოიყენებენ, სხვა ადგილებში კი ჯავშანტანკოსანი ქვედანაყოფები თავდაცვას გაარღვევენ“, — წერს გამოცემა.
წყაროების ინფორმაციით, ოპერაციისას შორი რადიუსის რაკეტები იქნება გამოყენებული, რომლებსაც უკრაინას დიდი ბრიტანეთი, აშშ და გერმანია მიაწვდიან.
წვრთნები დევონის საგრაფოში, ოკეჰემპტონში მდებარე საბრძოლო ბანაკში მიმდინარეობს. ეს ადგილი დახურულია ყველა სხვა სამხედრო ნაწილისა და საზოგადოებისთვის.
კიევის განზრახვას, დაიბრუნოს ყირიმი, რუსეთში თვითმკვლელობა უწოდეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ძლიერი ბირთვული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის წართმევა შეუძლებელია. როგორც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, ნახევარკუნძულზე თავდასხმას „შურისძიების“ დარტყმები მოჰყვება და„კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი უკრაინა ცეცხლში გაეხვევა“.
წყარო: Express