მსოფლიო დღეს

მოეშვით ქორწილებში ფულის ფანტვას: სამართალდამცველები მოსახლეობას ეთიკურობისკენ მოუწოდებენ

Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის სამარყანდის რეგიონის სამართალდამცველი ორგანოები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ გაფანტონ ფულის ბანკნოტები ქორწილებში. ამის შესახებ წერს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის პრეს-სამსახური Telegram-არხზე.
პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყო ქორწილებში ფულის ფანტვის ამსახველი ვიდეოების გავრცელება.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო! მოგიწოდებთ, პატივი სცეთ უზბეკეთის ბანკნოტებზე დატანილ სახელმწიფო სიმბოლოებს. სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახულებიანი ბანკნოტების ფეხით გათელვა არაეთიკურია“, — ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

უზბეკური ტრადიციით, ქორწილებში ცეკვის დროს ახალდაქორწინებულებს ბანკნოტების „წვიმას“ უწყობენ, რაც თითქოს მათ კეთილდღეობასა და სიმდიდრეს ჰპირდება ოჯახური ცხოვრების ბოლომდე.