თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა ვიზიტით, ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს საჩუქარი გადასცა ვლადიმირ პუტინისგან, იუწყება რადიოსადგური „კორეის ხმა“.
რადიოს ცნობით, რუსმა მინისტრმა კიმს საჩუქარი რუსეთის სამხედრო დელეგაციის პატივსაცემად გამართული სადღესასწაულო მიღების დაწყების წინ უსახსოვრა. თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა მადლიერება გამოხატა ამ „მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის" და შოიგუს სუვენირი აჩუქა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის სამახსოვროდ.
თუ რა საჩუქარსა და სუვენირზეა საუბარი, „კორეის ხმა“ არ აკონკრეტებს.
ხუთშაბათს ფხენიანმა 1950-53 წლების კორეის ომში ზავზე ხელმოწერიდან 70 წლისთავი აღნიშნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დიდ სამამულო განმათავისუფლებელ ომში გამარჯვების დღედაა მიჩნეული. ამ დღესთან დაკავშირებით ფხენიანს რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციები ეწვივნენ ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით.