თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ინდოეთი და ბრაზილია ეწინააღმდეგებიან ჩინეთის სწრაფვას BRICS-ის სწრაფად გაფართოების შესახებ, იტყობინება სააგენტო Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
„ქვეყნებმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს სამხრეთ აფრიკაში სამიტის მოსამზადებელ მოლაპარაკებებზე, სადაც <...> ინდონეზიისა და საუდის არაბეთის ხარჯზე ჯგუფის პოტენციურ გაფართოებაზე იქნება მსჯელობა“, — ნათქვამია სააგენტოს ცნობაში.
როგორც წყაროები ამბობენ, მსგავსი შეხვედრების დროს ჩინეთმა არაერთხელ წამოაყენა BRICS-ის გაფართოების იდეა.
„ათობით ქვეყანა ითხოვს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ამძაფრებს დასავლეთის შიშებს, რომ ჯგუფი ცდილობს იმოქმედოს როგორც ვაშინგტონისა და ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციამ“, — ნათქვამია „ბლუმბერგის“ პუბლიკაციაში.
სააგენტოს ცნობით, ბრაზილია ნაწილობრივ ამ შეშფოთების გამო ცდილობს თავიდან აიცილოს გაფართოება, ხოლო ინდოეთი ამტკიცებს, რომ არსებობს მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეუძლიათ სხვა ქვეყნებს BRICS-თან „დაახლოება ჯგუფის ოფიციალური გაფართოების გარეშე".