მსოფლიო დღეს

აფრიკის კავშირის ლიდერმა პუტინს მადლობა გადაუხადა

Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აფრიკის ქვეყნების ლიდერები მადლობელი არიან რუსეთის პრეზიდენტისა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში კონტინენტის ინტერესებს უჭერს მხარს, განაცხადა აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ აზალი ასუმანიმ.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ აფრიკის კავშირის G20-ში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთის მომავალ სამიტზე იქნება მიღებული.

„ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ პუტინისა, რადგან ის მხარს გვიჭერს G20-ში და ასევე გვიჭერს მხარს, რათა გვქონდეს მუდმივი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე“, — აღნიშნა ასუმანიმ.

მისი თქმით, აფრიკამ მრავალპოლარული სამყაროს ეპოქაში „თავისი სიტყვა უნდა მიიღოს“ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
აფრიკის ქვეყნები პუტინთან მარცვლეულის გარიგების განახლებაზე ისაუბრებენ>>
სამთავრობათშორისი ორგანიზაცია აფრიკის კავშირი კონტინენტის 55 სახელმწიფოს აერთიანებს. ახლა მისი თავმჯდომარე კომორის კუნძულების კავშირის პრეზიდენტი აზალი ასუმანია.
რუსეთი-აფრიკის მეორე სამიტი და ეკონომიკური ფორუმი 27-28 ივლისს იმართება სანქტ-პეტერბურგში.