სამი პროდუქტი, ოპტიმალური დრო და დაკლებული კილოგრამები

არის სამი პროდუქტი, რომლებიც ადვილად აკმაყოფილებენ ადამიანის ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მოთხოვნილებას.
Sputnik
ხანდახან ამ სამ პროდუქტს ცალ-ცალკე იყენებენ და ამით დიეტას ძალიან ამკაცრებენ. ხოლო თუ ამ პროდუქტებს ერთად გამოიყენებთ, მიიღებთ კარგად დაბალანსებულ მენიუს.

ეს სამი პროდუქტია შვრია, ხაჭო და ვაშლი.

ამ პროდუქტებიდან ნებისმიერი კარგი საშუალებაა ცხიმის დასაწვავად, ნაწლავების გასასუფთავებლად.
სწრაფი დიეტის პლუსები:
წონის დაკლება მოკლე დროში (წელის გარშემოწერილობის შემცირება საგრძნობია უკვე მეხუთე დღეს)
სუფთა და ჯანსაღი სახის კანი უკვე მესამე დღეს
საკვების მომზადებაზე იხარჯება მინიმალური დრო
იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტები
დაბალანსებული კვება
არ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა და კუჭის სიმსუბუქის შეგრძნება გაქვთ.
მინუსებიდან შეიძლება აღინიშნოს ის, რომ წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა მძიმედ „მიდის", ჯობს ვაშლთან ერთად მიიღოთ. და კიდევ – ვისაც არ უყვარს ეს სამი პროდუქტი, ბევრს მალე სწყინდება ეს დიეტა.
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>
ერთი დღის მენიუ მაგალითისთვის
საუზმე - ერთი თეფში შვრიის ფაფა და 2 ვაშლი
სადილი - შვრიის ფაფა თაფლით, 100 გრამი ხაჭო, 3 ვაშლი
ვახშამი - ხაჭო 200 გრამი და 2 ვაშლი
დღის განმავლობაში შეიძლება შეუზღუდავად მიიღოთ უშაქრო ჩაი და წყალი (სასურველია მინერალური).
სამ დღეში ერთხელ მენიუში უნდა ჩართოთ 300 გრამი ნებისმიერი ბოსტნეული (სასურველია უმი სახით), რომელიც სახამებელს არ შეიცავს. ისინი უნდა მიიღოთ სადილსა და ვახშამს შორის შუალედში. ეს საჭიროა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მარაგის მისაღებად.
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა
1 კგ ვაშლი დღეში საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ორგანიზმიდან იმ დაგროვებული „ნაგვის" გამოტანა, რომელიც ორგანიზმს საკმარისად უმატებს წონას. ვაშლისგან შეიძლება პიურეს მომზადება და ხაჭოსთან ერთად მიღება.
ხაჭო უმჯობესია უცხიმო ან ნაკლებად ცხიმიანი (მაქსიმუმ 4%) შეარჩიოთ.
ამ დიეტის დროს იღებთ ნაკლები რაოდენობის ცხიმს და ასეთ დროს წვავთ საკუთარ ცხიმებს.