თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თამრო ვაშლოვნელის, იოსებ აბაკელიას და გიორგი ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თამრო ვაშლოვნელის, იოსებ აბაკელიას და გიორგი ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, ურიცკის, ფშავის, ტირიფონის, შალვა მჭედლიშვილის, გუმბრის, ჩაისუბნის, თოიძის, გედევანიშვილის, ხეთაგუროვის, ბუხაიძის, ანთელავას, სამრეკლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, ნეკრასოვის, სულიაშვილის, პლატონის, ელენე ახვლედიანის, ნინო ჩხეიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილიის, ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის, გორკის, ციმაკურიძის, გამცემლიძის, ნათიშვილის, ადიგენის, შიო არაგვისპირელის, ვეძათხევის და ლოჭინის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, პეტრე გრუზინსკის, დიდი-ჯიხაიშის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.