თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უპასუხისმგებლობად აფასებს ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და პოლონეთის შესახებ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
მილერის თქმით, აშშ, ისევე, როგორც ალიანსის სხვა ნებისმიერ წევრს, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაიცავს პოლონეთსაც და ნატოს ყველა მოკავშირესაც.
„ჩვენი კავშირი პოლონეთთან მტკიცეა. პოლონეთი ნატოს წევრია და ჩვენ, თუ საჭირო გახდა, დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ დუიმს“, — აღნიშნა მილერმა.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერელები“ ცუდ გუნებაზე არიან და ძაბავენ მას, ვინაიდან ვარშავასა და ჟევუშში „ექსკურსიაზე წასვლას“ ითხოვენ. ლუკაშენკოს კი, მათი ცუდი გუნების გამო, იქით გაშვება არ სურს.