სარფში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

მამაკაცი ზღვიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სარფში, ზღვაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ადგილობრივებს მამაკაცი ზღვიდან უკვე გამოყვანილი ჰყავდათ.
მამაკაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ხოლო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.