რით უპასუხებს მოსკოვი დრონების შეტევას: პესკოვის განცხადება

Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმაზე რუსეთის პასუხი იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება და მისი მიზნების მიღწევა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ის გაგრძელდება და მისი მიზნები მიღწეული იქნება“, — აღნიშნა კრემლის სპიკერმა შეკითხვაზე პასუხად, მოჰყვება თუ არა მომხდარს რაიმე პასუხი რუსეთისგან უკრაინაში არსებულ ობიექტებზე.

მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ორშაბათის დილით, დაახლოებით 4:00 საათზე მოსკოვის ცენტრში მდებარე ორ არასაცხოვრებელ შენობას უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, დრონების შეტევა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა მოიგერიეს, რის შემდეგაც უპილოტო აპარატები ჩამოცვივდა. არსებული ინფორმაციით, ერთი დრონი თავდაცვის სამინისტროს მახლობლად ჩამოვარდა.