აწამებდა, ემუქრებოდა, ძალადობდა: საქართველომ თურქეთს სავარაუდო დამნაშავე გადასცა

დაკავებული მამაკაცი თურქეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველომ თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განახორციელა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისა და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა.
ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს თურქეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე.
საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა ძებნილი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.