მსოფლიო დღეს

გარდაიცვალა ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი

მსახიობთან გამოთხოვება პარიზში, ვიწრო ოჯახურ წრეში შედგა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პარიზში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრიტანელი კინომსახიობისა და რეჟისორის, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი - მსახიობი ჯოზეფინა ჩაპლინი, იუწყება გაზეთი Figaro.
ჟოზეფინა 13 ივლისს გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაავრცელა, წერს გამოცემა.
„მისი ვაჟები ჩარლი, ჟულიენი, არტური მწუხარებით იუწყებიან ქალბატონ ჟოზეფინა გარდენ-ჩაპლინის გარდაცვალების შესახებ, ის 2023 წლის 13 ივლისს 74 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა“, - ნათქვამია გამოცემაში.
აღნიშნულია, რომ მსახიობთან გამოთხოვება პარიზში, ვიწრო ოჯახურ წრეში შედგა. გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჯოზეფინა იყო მეექვსე ჩაპლინის 11 შვილიდან და მესამე რვა შვილიდან, რომლებიც მსახიობსა და სცენარისტ იუჯინ ო'ნილს შეეძინა. მათი გაცნობის დროს მსოფლიო კინოს ვარსკვლავი 53 წლის იყო, იუჯინი კი 18-ის. ერთი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა.
ჟოზეფინა 1949 წელს დაიბადა. პატარა ასაკიდან მონაწილეობდა მამის ფილმებში: Limelight („რამპის ჩირაღდნები“ - 1952) და A Countess from Hong Kong („ჰერცოგინია ჰონგ-კონგიდან - 1967). 1970-1980-იან წლებში ის გადაიღეს სხვადასხვა მხატვრულ ფილმში, მათ შორის Nuits Rouges („წითელი ღამეები“) და Cop au Vin.
გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ისეთი ფილმების გადაღებებში, როგორებიცაა ჰესუს ფრანკოს Jack the Ripper (1976) და პიერ პაოლო პაზოლინის Canterbury Tales (1972), სადაც მთავარი როლი შეასრულა.