თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბათუმში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.