დაიღუპა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი

Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში „რია ნოვოსტის“ რუსი სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პიატიხატკის დასახლების მიდამოებში ჟურნალისტების ჯგუფის მიმართულებით კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
სააგენტოს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ისინი ოპერატიულად გადაიყვანეს საველე სამედიცინო დაწესებულებებში. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია „იზვესტიას“ ჟურნალისტიც.