თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 48.603 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
ამასთან, ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 23,1%-ით გაიზარდა და 27.384 ავტომობილს გაუტოლდა.
ავტომობილების მთლიანი რეექსპორტის 98%-ზე მეტი არის მსუბუქი მანქანები. ექვს თვეში საქართველომ საზღვარგარეთ 47.732 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა.
ასევე, 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 3 სპორტული ავტომობილი, 155 სპეციალიზებული ავტომობილი, 198 სატვირთო მანქანა, 66 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 63 ავტობუსი და მიკროავტობუსი, 171 მისაბმელი და 215 მოტოციკლი.
საქართველოდან ექსპორტირებულ ავტომობილებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდებია Toyota, KIA და Lexus.