„პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში და სურვილი აქვთ დაბრუნდნენ, ეს მათი ნებაა ვისთან გაერთიანდებიან და რას გააკეთებენ. მაგრამ ასეთი დაჯგუფების მცდელობა, „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების გაერთიანება, სიმართლე გითხრათ, პერსპექტიულად არ მესახება", – განაცხადა სარჯველაძემ.
„მას („ნაცმოძრაობას") დაკავებული აქვს გარკვეული სეგმენტი და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გარკვეული ექსკლუზივის მატარებელია. არსებობს „ქართული ოცნება" სახელისუფლებო პარტიის სახით, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმ დიდი მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც გააჩნდა 2012 წლიდან", – განაცხადა სარჯველაძემ.
„აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების სიმრავლემ ამ გაერთიანებაში პირდაპირპროპორციულად განაპირობოს იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერად ითვლება", – განაცხადა პოლიტიკოსმა.