თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ბელარუსი სამხედროები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად დაამუშავებენ საბრძოლო მომზადების ამოცანებს რესპუბლიკის ერთ-ერთ პოლიგონზე, აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
„ბელარუსის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ერთობლივ წვრთნებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად. სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში დაამუშავებენ საბრძოლო მომზადების ამოცანებს „ბრესტის“ პოლიგონზე", — ნათქვამია უწყების Telegram-არხზე.
მანამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახის ქვედანაყოფების წვრთნასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.