თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველო ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალ Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქვეყნების სიაში მოხვდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
კონკურსის გამარჯვებული ჟურნალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემის შედეგად შემოდგომაზე გამოვლინდება.
კენჭისყრაში მონაწილეები ავტომატურად ერთვებიან კონკურსში, რომელშიც 40 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პრიზები თამაშდება.
ხმის მიცემის პროცესი 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.