თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ჩამოვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად, განაცხადეს რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისში.
„ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს", — ნათქვამია განცხადებაში.
BRICS-ის სამიტის ჩატარება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის 22-24 აგვისტოს იგეგმება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სთხოვა, დართოს ნება, არ დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის იოჰანესბურგში ჩავა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად. რამაფოსას თქმით, პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.
საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერი მიმდინარე წლის მარტში გასცა. ქვეყნები, რომლებსაც რომის სტატუტზე აქვთ ხელი მოწერილი, ვალდებული არიან, შეასრულონ ICC-ის გადაწყვეტილება და დააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე შევა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მათ რიცხვშია.