თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, XI კვარტლების, ჩარგლის, აბაის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ალუბლების, სულაქველიძის, მეველეს, გუდარეხის, ნადარეიშვილის, დოდაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სანდრო ეულის, ანჯაფარიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.