თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი 17 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.