აჭარაში დათვი სამ ადამიანს დაესხა თავს, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია

მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ისინი უკვე სახლში იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში დათვი ორ ქალსა და ერთ არასრულწლოვანს დაესხა თავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 74 წლის ქალი შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია 6 წლის ბავშვი, რომელსაც სახის არეში რამდენიმე ნაკერი დაადეს, ზრდასრულებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ისინი უკვე სახლში იმყოფებიან.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.