თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში 15 ივლისამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსამდე მოიმატებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16-17 ივლისს ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 32-34 გრადუსი იქნება.