თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბათუმის მაცხოვრებელს საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ხოლო საქმის დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვა.
მამაკაცს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არა მარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების შელახვა და დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს.
წყარო - პროკურატურა