თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქეების სხეულის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 1.384 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულებამ 131.120,39 ლარი შეადგინა.
სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.