ბათუმში შტორმის შედეგებს ებრძვიან

ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ნარგავები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ელექტროსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ბათუმში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც არხებში ნატანის დაგროვება გამოიწვია.
ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, რის გამოც მანქანების მოძრაობა შეფერხდა.
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ნარგავები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, ელექტროსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.
რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები გავრცელდა. მერიის სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.