თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე შემწეობის მთხოვნელ მოზარდს მანქანა დაეჯახა, იუწყება „რუსთავი2“ ტელეარხ TV25-ზე დაყრდნობით.
ბავშვი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.