მსოფლიო დღეს

ჩინეთში საბავშვო ბაღს თავს დაესხნენ - დაღუპულთა შორის ბავშვები არიან

Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნში საბავშვო ბაღზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
ჩინეთის ტელევიზიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საბავშვო ბაღის ერთი პედაგოგი, ორი მშობელი და სამი ბავშვი.
პოლიციის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:40 საათზე გუანდუნის პროვინციაში 25 წლის მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა საბავშვო ბაღზე, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც პროვინციის უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, ფაქტის თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. დაწესებულების შესასვლელთან მამაკაცმა ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული პირი დაჭრა.