U-20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში: ქართველები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ

საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U20) სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში უელსის ნაკრებთან ანგარიშით 21:40 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს. პეტრე ხუციშვილმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 3:0. მე-18 წუთზე მანვე მეორე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0.
პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან უელსის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევების განხორციელება დაიწყეს. 35-ე წუთზე მსაჯმა თორნიკე კახოიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, მეტოქემ კი რაოდენობრივი უპირატესობა გამოიყენა – ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი უელსის სასარგებლოდ 7:6 დასრულდა.
რაგბი: საქართველო-უელსი
უელსმა მეორე ტაიმში კიდევ მოუმატა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა – 40:21.
ამ ქვეჯგუფის (V-VIII ადგილებისთვის) მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას ანგარიშით 46:35 მოუგო.
საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილის მოსაპოვებლად 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება.
რაგბი: საქართველო-უელსი
ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თასისთვის ბრძოლა ოთხმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა, მეორე ადგილებზე გასული შემდეგი ოთხი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძვის, ხოლო მესამე ოთხეული – მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის.
მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადავა. მას ამ წლის Alaf-ის გამარჯვებული შეცვლის, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.