„ერისიონი“ საბერძნეთში მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება

ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი” საბერძნეთის ქალაქ კატერინში 9 ივლისს მუსიკალურ ფესტივალ „ოლიმპიკოსზე“ წარდგება.
წელს ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება. კონცერტი ქალაქ კატერინის ცენტრალური პარკის ღია ამფითეატრში 21:00 საათზე დაიწყება.
„გელით ყველას ქართული ქორეოგრაფიის და პოლიფონიის დაუვიწყარ საღამოზე“, - ნათქვამია ანსამბლის ვებგვერდზე.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
„ერისიონი“
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტია, რომელთა ნაწილი დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, ხოლო მეორე ნაწილი უნიკალურ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.