საქართველო პირველად გახდა FAO-ს საბჭოს წევრი

გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველო პირველად გახდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა ორი წლის ვადით – 2023 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა.
FAO-ს საბჭო ორგანიზაციის 49 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. მათი არჩევა ორგანიზაციის კონფერენციაზე ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები.