თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგულ მოზარდს მაშველები და მყვინთავები ზღვაში ეძებენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სანაპიროზე, ისე ზღვაში. მობილიზებულია მყვინთავების ჯგუფი, სამაშველო კატარღები.
ბავშვის ოჯახის წევრების თქმით, მეგობრებმა ის ბოლოს ზღვაში დაინახეს, ხოლო მისი ტანსაცმელი სანაპიროზე იპოვეს. შესაბამისად, აქტიური საძიებო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს.
ტელეარხის ინფორმაციით, 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში ე.წ. ბანანით სამ უცნობ ადამიანთან ერთად შევიდა. ამის შემდეგ ის პლაჟზე აღარ უნახავთ. დაწყებულია გამოძიება.