ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბათუმს ეწვია

დელეგაციები გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს გამართავენ.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია, იუწყება სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაშინიანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დახვდა.
დღეს სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტების შეხვედრაა დაგეგმილი. ფაშინიანი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაპირველად პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, შემდეგ გაიმართება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.