მსოფლიო დღეს

ახალი ზელანდიის პრემიერი ჩინეთთან დიალოგის მომხრეა

დიალოგი უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, განაცხადა ჰიპკინსმა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურს კრის ჰიპკინსს მიაჩნია, რომ უმჯობესია ჩინეთთან ნებისმიერი დიალოგი, ვიდრე კომუნიკაციის არარსებობა, იუწყება РИА Новости ახალზელანდიურ გაზეთ NZ Herald-ზე დაყრდნობით.
ივნისის ბოლოს ჰიპკინსი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ლი ციანგთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან, უკრაინის კონფლიქტთან და წყნარი ოკეანის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
„ძლიერი, მომწიფებული და რთული ურთიერთობები ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება მკაცრი საუბრები, როგორიც გვქონდა ჩინეთის ხელმძღვანელობასთან, როდესაც მე პეკინში ვიყავი... ჯობს ისაუბრო, ვიდრე არ ისაუბრო. დიალოგი უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ჰიპკინსმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის ეკონომიკური ინტერესები ჩინეთში მნიშვნელოვანი იყო, იყო შემთხვევები, როდესაც ჩინეთი „ახალი ზელანდიის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა“.