ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა

გერმანელმა ტუროპერატორებმა ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუს ფორმატში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია ჩაატარა, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა
ღონისძიება გერმანიის სამ ქალაქში – ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში გაიმართა. მას დაახლოებით 75 დიდი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა
მასტერ-კლასებში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი კულინარიული სკოლის წარმომადგენლები.
ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა
კულინარიული შოუს ფარგლებში გერმანელმა ტუროპერატორებმა ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.
ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა
ტურიზმის ადმინისტრაციამ ასევე ჩაატარა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. გერმანელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქართველოს ტურისტული პროდუქტებით, სათავგადასავლო ტურებით, ეკოტურიზმითა და კულინარიით, აღნიშნავენ უწყებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციამ გერმანიაში კულინარიული შოუ გამართა
წელს პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველო 2023 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ხუთეულში ჩართო და თავის მკითხველს საქართველოს ნახვა ურჩია.
BILD-მა საქართველო 2023 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ხუთეულში შეიყვანა>>
რაც შეეხება ტურისტულ მოგზაურობათა სტატისტიკას, საქართველოს გერმანიიდან 2022 წელს 48,5 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. გარდა ამისა, საქართველომ მარტში მასპინძელი ქვეყნის სახით მონაწილეობა მიიღო გერმანიის დიდ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin 2023.