საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" ჩეხეთმა სომხეთს გადასცა

საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება 2016 წელს ჩადენილი დანაშაული.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ჩეხეთმა სომხეთს გამოძალვისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე, „კრიმინალური ავტორიტეტი" გადასცა, იუწყება РИА Новости სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქემ პირთა ჯგუფთან ერთად 2016 წელს ერევანში სომხეთის მოქალაქეს, დაემუქრა რა მის ოჯახს, 20 ათასი დოლარი მოსთხოვა. გირაოს სახით მან დაზარალებულს ძვირადღირებული ავტომობილი Range Rover Sport წაართვა.
„კრიმინალურ ავტორიტეტს" ბრალად დასდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვა და ის ძებნაში გამოაცხადეს. ერევნის სასამართლომ დაუსწრებლად მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.
ძებნილი პირი სომხეთს 30 ივნისს გადასცეს.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოძიების პერიოდში ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.