მსოფლიო დღეს

ირანი SCO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა, ირანი ორგანიზაციის მეცხრე წევრი გახდა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სრულუფლებიანი წევრი გახდა, იუწყება РИА Новости.

„წევრმა ქვეყნებმა ხაზგასმით აღნიშნეს SCO-ში ირანის ისლამური რესპუბლიკის, როგორც სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს მიღების ისტორიული მნიშვნელობა“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

ირანმა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად ვალდებულების მემორანდუმს ხელი 2022 წლის სექტემბერში სამარყანდში გამართულ SCO-ს სამიტზე მოაწერა.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა აღნიშნა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის სრულუფლებიან წევრად მიღება ყველა მონაწილე მხარის ინტერესებში იქნება.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.