თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში გაეცნობიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
პრეს-ტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი მოინახულეს.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა. ასევე ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ.
გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
პრეს-ტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა.
წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია