ბათუმში ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა Argani იმართება

ბაზრობაზე შესაძლოა ორიგინალური ხელნაკეთი ნივთების შეძენა
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბათუმში ამ უქმეებზე მიმდინარეობს არტ-ბაზრობა, სადაც კრეატიული ქართველი მხატვრების ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი, იუწყებიან ორგანიზატორები.
გამოფენა-გაყიდვა Argani ბათუმში
Art Market ARGANI - არის ნიჭიერი, კრეატიული და შემოქმედებითი ქართველი მხატვრების, ხელნაკეთი ნივთების ხელოსნების და მცირე მეწარმეების სივრცე.
გამოფენა-გაყიდვა Argani ბათუმში
ერთ სივრცეში წარმოდგენილია ვერცხლის სამკაულები და აქსესუარები, ტყავის ნაწარმი, ქსოვილები, დიზაინერის სამოსი და სხვ.
ბაზრობა იმართება სასტუმრო Sheraton-ის და კაფე Neocca-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.