საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვების ფულადი დახმარება გაიზარდა

პროგრამის ბიუჯეტი დახმარების გასაზრდელად 70 მლნ ლარით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 150-დან 200 ლარამდე გაიზარდა.
200-ლარიან დახმარებას 16 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვები მიიღებენ. აღნიშნული ცვლილება საქართველოში დაახლოებით 233 ათას ბავშვს შეეხება. საუბარია ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასს არ აღემატება.
პრემიერი: საქართველოში ოჯახები მეტ შეღავათებს მიიღებენ >>
პროგრამის ბიუჯეტი დახმარების გასაზრდელად 70 მლნ ლარით გაიზარდა და დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველოში 1 აპრილისთვის 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.