თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობას ახორციელებს, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის 800 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ორ წელიწადში აშენდება. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას შემდგომში გააგრძელებს.
გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.
მიგრაციისა და საცხოვრებლის ქირის ფასების მატების ფონზე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩადიან.
საერთო საცხოვრებლის არარსებობისა და ბინის ქირასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, თბილისის ბევრი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ჰიბრიდული სწავლების ფორმატს (ნაწილობრივ ონლაინ-ფორმატი). კი სტუდენტები რეგიონებიდან გამოცდებს რესურსცენტრებში აბარებენ.