თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის რემონტი
© Courtesy of Roads Department of Georgia
ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის რემონტი
© Roads Department of Georgia
პროექტი 9-კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს New Road ახორციელებს.